შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში 14:00 საათზეა დანიშნული.
შეხვედრის მთავარი თემა ამ შემთხვევაშიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება იქნება.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან შეხვედრამდე იგივე საკითხზე პრეზიდენტი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს შეხვდება.
ამ თემაზე გიორგი მარგველაშვილი გასულ კვირას უკვე შეხვდა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.