საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდიდან ტელეკომპანია „მაესტროდან“ ჟურნალისტების წასვლას ეხმიანება:
„და ვფიქრობ „მაესტროზე“. იცით, თავის დროზე ასე დავთმეთ „რუსთავი 2“. მაყურებელმა, გულშემატკივარმა, მისთვის მებრძოლებმა. მერე „იმედი“. ეხლა როგორც ჩანს „მაესტრო“ წაიღეს და რამე არ შეგვიძლია გავაკეთოთ? მერე რა, რომ კერძოა! ტელევიზიაა, კონსერვებს კი არ უშვებს! საჯარო სივრცეა, ჩვენი ყველასია, მე ადრე დავწერე „მაესტრო“ ჩემი ტელევიზაა-მეთქი და ეხლაც ასე მგონია და მისი გადარჩენისთვის ბრძოლა მინდა. ოღონდ, სიმართლე უნდა ვიცოდეთ და „მაესტროს“ ერთგული მაყურებელი ამ სიმართლეს იმსახურებს. ამიტომ ისე ნუ გაატარებთ, განცხადება დავწერე და წავედიო, მოგვიყევით სიმართლე“, _წერს პარლამენტარი.