"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ოზურგეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გულის შეტევით სოფელ ლიხაურის ყოფილი რწმუნებული, დავით ცეცხლაძე გარდაიცვალა.
ამ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და მისი წარმომადგენელი სოფელ ლიხაურში, მერაბ სალუქვაძე ადასტურებენ.
სალუქვაძის თქმით, რამდენიმე წუთის წინ დაურეკა მას პოლიციის თანამშრომელმა და ეს ამბავი უთხრა. დეტალები არ იცის.
ჩვენი ინფორმაციით დათო ცეცხლაძე დღეს საჯარო მოხელეთა გამოცდაზე გადიოდა.