რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალთა ასეული.
სიას სათავეში უდგას აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მეუღლე, მიშელ ობამა.
მეორე ადგილზეა კომპანია „კრაფტ ფუდის“ უფროსი, ირენ როზენფელდი.
მესამე ადგილი უკავია ტელეწამყვან ოპრა უინფრის. საინტერესოა რომ ქალბატონი ოფრა გასულ წელს ამავე ნომინაციის გამარჯვებული გახლდათ.
ათეულში შედიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მომღერლები ბეიონსე და ლედი გაგა.
მადონას სიაში 29-ე ადგილი უკავია, ხოლო ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორეს – 41-ე.