ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა და ამჟამად საკრებულოს დეპუტატმა, გია გოგუაძემ, ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის დემონტაჟის შესახებ ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე განცხადება გააკეთა.
"2 წელია, რაც გამუდმებით ისმის ხმაურიანი განცხადებები ჩვენს შესახებ, სტადიონის დენონტაჟთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ამ საკითხზე მე პირადად გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობდი და ყოველთვის მზად ვარ საამისოდ.
არ შეიძლება არ განვაცხადო, რომ როცა სამუშაოს დასრულების შემდეგ , 47 ტონა ლითონი დავასაწყობეთ, აქედან დღესდღეობით ადგილზე მხოლოდ 5 ტონა თუა დარჩენილი. აღნიშნული მასალები ჩემი ინფორმაციით გატანილია სხვადასხვა მიზნებისთვის და მათ შორის სოფლის პროგრამებით გაკეთებულია ჭიშკრები და სხვა ნაკეთობები. ჩვენს მიერვე დატოვებული 3 ათასი პლასტმასის სკამი ლითონის სამაგრების ნაცვლად სტადიონის ტრიბუნაზე პირდაპირ ბეტონზეა დამონტაჟებული. მე იძულებული ვარ შესაბამის ორგანოებს მივაწოდო აღნიშნული ინფორმაცია, რომ გაირკვეს თუ რამდენად კანონიერად მოხდა ამ მასალების გადინება", _ აცხადებს გოგუაძე.