(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი “მხედრები” ჩინეთის ქალაქ ჩენდუში იმყოფებოდა. ჩენდუ სეჩუანის პროვინციის დედაქალაქია, სადაც 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ცენტრია დასავლეთ ჩინეთში. ქართულმა ცეკვებმა და სიმღერებმა მოხიბლეს ჩინელები _ ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როცა დარბაზში ქართული ხალხური სიმღერები ისმოდა, ხოლო სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ცეცხლოვანი ცეკვები. ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაყურებელი ოვაციებითა და ტაშით აცილებდა თითოეულ გამომსვლელს, რომელიც თავის მხრივ, ჩინელ მაყურებელს პატივისცემითა და სითბოთი პასუხობდა.