ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზ წერეთლის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მანგანუმზე მოსაკრებლის ზრდასთან დაკავშირებით, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 67 ხმით, 15-ის წინააღმდეგ, მიიღო.
" ამ კანონპროექტის მიზანია, მანგანუმზე მოსაკრებლის გაზრდა და მისი ადეკვატურად განსაზღვრა. მანგანუმი არის ამოწურვადი რესურსი, შესაბამისად, მასზე დღეს დაწესებული გადასახადი არარეალურია. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ჭიათურის ბიუჯეტი გაიზრდება. მოსაკრებლიდან მიღებულ თანხებს რაიონში არსებული მძიმე ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოვიყენებთ", _ აღნიშნა ჭიათურის მაჟორიტარმა მალხაზ წერეთელმა.
ცვლილებები „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა.