ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა“ და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამი" აწყობენ ადგილობრივი, ფერმერული პროდუქციის გამოფენა- ბაზრობას.
ღონისძიება ტარდება პროექტის "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
გამოფენა-ბაზრობა გაიმართება 2014 წლის 27-28 დეკემბერს თბილისში, ბუკიას ბაღში (პეკინის გამზირი, მეტრო "პოლიტექნიკურის“ ამოსასვლელთან).