გაზეთ "რეზონანსის" შეკითხვას – უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველების ბრძოლა არის თუ არა ქართული საქმე, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ უკრაინისთვის საქართველოს სოლიდარობა და დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოიხატება.
"ქართული საქმე არის ჩვენი საქმე. უკრაინაში ქართველების ბრძოლა, მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენდით და ეს ასეც გავაკეთეთ. იცით, რომ გავაგზავნეთ მედიკამენტები, ათასი საშუალებები და ეს მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებაა. დანარჩენზე ვერ გიპასუხებთ. ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული.
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ სოლიდარობას, ჩვენთვის ძალიან მძიმეა ის რაც უკრაინაში ხდება. მაგრამ, ჩვენი სოლიდარობა და დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოიხატება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.