საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პრინციპულია:
_ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ 2 წლის განმავლობაში მოგვეხდინა ურთიერთობების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ფარგლებში გადაგვეყვანა ყველაფერი. ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები.
ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.