სტამბულის ფატიის რაიონში მომხდარი მკვლელობის გამო საქართველოს მოქალაქე ირაკლი ვარშანიძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დღეს დილიდან თურქული ინტერნეტპორტალები ავრცელებენ.
გამოცემა www.bucagundem.com-ის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ დღისით მოხდა და საქართველოს მოქალაქემ, რომელიც მთვრალი იყო ტაქსისტს დანის მუქარით ფული მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი მას დანა გულში რამდენჯერმე ჩაარტყა. მძღოლი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ვარსანიძე კი შემთხვევის ადგილას პოლიციამ დააკავა.
სხვა გამოცემის ინფორმაციით კი პოლიციაში დაკითხვის დროს ვარშანიძემ განაცხადა, რომ მას არ ახსოვს არაფერი და ნანობს მომხდარს. უახლოეს დღეებში მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლო გაიმართება და ვარშანიძეს გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრება.