ღალატი მარადიული თემაა. სამწუხაროდ, მამაკაცებს ღალატისთვის ფსიქოლოგიური მიზეზებიც გააჩნიათ და ამის უარყოფა არ შეიძლება. რადგან არსებობს საფრთხე, აუცილებელია, წინასწარ შეიარაღდე მასთან საბრძოლველად.
ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მიზეზი, რაც კაცს ღალატისკენ უბიძგებს, არის თვითდამკვიდრების სურვილი და არასრულფასოვნების კომპლექსი. ამ კომპლექსის ფესვები ბავშვობაშია გადგმული. მას ან ძალიან ეფერებოდნენ, ან, პირიქით, საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას. თუ მამაკაცს ნარცისიზმისკენ აქვს მიდრეკილება, ის ერთგული ვერ იქნება, ძალიანაც რომ მოინდომოს, მაინც.
საშიშია მამაკაცი, რომელსაც მდიდარი სასიყვარულო წარსული აქვს. ქალების კაბებს მადევარ კაცს უცებ ვერ ჩაკეტავთ ოჯახში და ერთგულებას ვერ შეაჩვევთ. თუმცა, ქორწინებამდე წყნარმა, მორიდებულმა, მონოგამურმა მამაკაცებმაც იციან ცოლის შერთვის შემდეგ აწყვეტა და საოცრებებსაც სჩადიან.
თუ მამაკაცს უყვარს ექსპერიმენტები – ხშირად იცვლის ჩაცმის სტილს, ვარცხნილობას, მანქანის მარკებს, მობილურ ტელეფონს – ნამდვილად უნდა გქონდეთ იმისი შიში, რომ ის თქვენც გამოგცვლით, იმიტომ რომ ერთ პარტნიორთან თავის ფანტაზიებს სრულად ვერ განახორციელებს.
მამაკაცის ღალატს აქვს ასაკიც და მისი კლასიფიკაცია ასეთია:
20-28 წელი: ღალატის მიზეზი შეიძლება იყოს სისულელე. ახალგაზრდა კაცი თუ ღალატობს ცოლს, ძირითადად,შემთხვევით და დაუგეგმავად. ანუ სპონტანურად.
35-40 წელი: ამ ასაკში ძლიერი სქესის წარმომადგენლები საკუთარ გარეგნობასა და მამაკაცურ შესაძლებლობებს განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამენ. ისინი ჯერ კიდევ კარგად გამოიყურებიან და შეუძლიათ ქალის მოხიბვლა. სწორედ ამ ასაკში იჩენს მამაკაცი ყველაზე ხშირად მუდმივ დამატებით პარტნიორს, ანუ საყვარელს. მისი ღალატიც აბსოლუტურად შეგნებულია. და ეს ეამაყება კიდეც.
45-55 წელი: ამ ასაკში მამაკაცს ამოძრავებს მწველი სურვილი, ყველას დაუმტკიცოს, რომ ჯერ ისევ ახალგაზრდაა. ამ შემთხვევაშიც შეგნებულ ღალატთან გვაქვს საქმე, მაგრამ, განსხვავება ის არის, რომ კაცმა იცის ოჯახის ფასი. რა ქნას, თუ ამ ხერხით ცდილობს, გააჩეროს ულმობელი დრო?!