ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის აგენტებმა ქალაქ ალკობნდასში მოღვაწე ქართველი კრიმინალები დააკავეს, რომლებიც საცხოვრებელი სახლების ძარცვასა და ქურდობაზე იყვნენ სპეციალიზირებული.
ესპანური გამოცემა www.elmundo.es-ის ცნობით, დაკავებული დაჯგუფების წევრების დასაკავებლად მუშაობა გასული წლის ნოემბრის თვიდან მიმდინარეობდა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ მიმდინარე თვის ოქტომბერში მოხერხდა, როცა აგენტებმა დაჯგუფების წევრების იდენტიფიცირება შეძლეს.
დაკავებულები მაღალ დონეზე ფლობდნენ სხვადასხვა სახის საკეტების გახსნის ხელოვნებას და სახლებში შეღწევას რამდენიმე წუთში ახერხებდნენ.