"ლეიბორისტული პარტია" ქალაქ ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძეს პარტიის წევრზე, ნათია შარაშენიძეზე განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მერის დავალებით "მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება".
_ ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარა თავდასხმაზე გადავიდნენ ოპონენტების მიმართ, რომლებიც ღიად ამხელენ მათ კორუფციულ ვნებებს.
ქ. ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, მის მიმართ განხორციელებული საჯარო კრიტიკის საპასუხოდ, ოზურგეთის საკრებულოს წევრს ლეიბორისტული პარტიიდან, ნათია შარაშენიძეს საკრებულოს სხდომაზე ჯერ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, შემდეგ კი მერიის თანამშრომლებმა, მერის დავალებით, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
ინციდენტი 25 დეკემბერს ტელეკომპანია ,,გურიის მოამბეში” შარაშანიძეს კრიტიკულ გამოსვლას მოყვა. დეპუტატ ნათია შარაშანიძეს განცხადებით, ის თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.
მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, მომხდართან დაკავშირებით სასაწრაფოს აღიძრას ს. ს. საქმე და პასუხისგებაში მიეცნენ ხელისუფლების მოძალადე წარმომადგენლები, _ აღნიშნულია პარტიის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში.
"გურია ნიუსი" თემაზე ამ წუთებში მუშაობს და ვრცელ მასალას და მერის კომენტარს მალე შემოგთავაზებთ.