დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასასრულს სიტყვით გამოვიდა ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე.
_ გვაქვს შეკითხვები და გვიპასუხებთ თუ არა გულწრფელად ამ შეკითხვებზე _ მიმართა ბეგლარ სიორიძემ საკრებულოს დეპუტატ ნათია შარაშენიძეს.
_ მე ყოველთვის გულწრფელად ვპასუხობ ყველა კითხვას. დაკითხვას მიწყობთ, ბატონ ბეგი, თუ რა ხდება? ჩემი სასამართლოა?
_ არანაირ სასამართლოს არ ვაწყობთ, კითხვები გვაქვს და გვინდა, რომ გკითხოთ. წესად იქცა ქალაქის მერიისა და მერის წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობა. ამ შემთხვევაში, არა მაქვს საუბარი პრესაზე. პრესასთან მექნება საუბარი, როცა მე შესაჯამებელ განხილვას გავაკეთებ და მოვიწვევ პრესკონფერენციას. იქ ვუპასუხებ ნებისმიერი ჟურნალისტის ნებისმიერ კითხვას. მეც მექნება მათთან შეკითხვა და დარწმუნებული ვარ, ისინიც უპასუხებენ ჩემს შეკითხვას. ახლა მე მაქვს კითხვები იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც ახდენენ მერისა და მერიის მიმართ დისკრედიტაციას და შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი მოსახლეობა. ქალბატონო ნათია, სანამ თქვენ შეგეკითხებით, მანამ, ქალბატონო თამარ, (საუბარია დეპუტატ თამარ ნადირიძეზე) მინდა გკითხოთ. რა მაინტერესებს, იცით? თქვენ თუ გულწფრელად გსურთ ჩვენი ქალაქის წინსვლა და სიკეთე, ხომ არ ფიქრობთ, რომ სანამ პრესის საშუალებით გააკეთებდეთ ისეთ განცხადებას, რომელიც სიმართლეს არ შეეფერება, იქნებ, გაგვევლო ესა თუ ის საკითხი, რაოდენ მტკივნეული არ უნდა იყოს. ნებისმიერ დროს მზად ვარ, მოგისმინოთ. კონკრეტულად მინდა გკითხოთ.
თამარ ნადირიძე, საკრებულოს დეპუტატი: ჩვენთვის თუ ტარდება ახლა ეს დაკითხვა, მაშინ ადვოკატებს მოვიყვანდით. თქვენ პრობლემა გქონიათ… ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე გავდივარ. _ ამ სიტყვების შემდეგ თამარ ნადირიძემ დატოვა სხდომა.
ნათია შარაშენიძე: _ ჟურნალისტები ამ ყველაფერს იწერენ. თქვენ, ფაქტობრივად, გვიწყობთ სასამართლო პროცესს. თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება, რომ ჩვენ გვასამართლებს.
ბეგლარ სიორიძე: _ არავინ არ გასამართლებს.
ნათია შარაშენიძე:_ თქვენ გვიწყობთ დაკითხვას!
ბეგლარ სიორიძე: _ თქვენ მოგიწევთ 70 კაცის წინაშე პასუხის გაცემა.
მოგვიანებით, სხდომა ნათია შარაშენიძემაც დატოვა. ვრცლად ამ დაპირისპირების შესახებ “გურია ნიუსზე“ ცოტა მოგვიანებით წაიკითხავთ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved