ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა გასული წელიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური პრობლემა საქართველოში გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის.
"ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკური პრობლემატიკა ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი და ჩვენ არ ვცხოვრობთ დალხენილ ქვეყანაში, არამედ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ამის თქმის პარალელურად, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რომ ბიუჯეტის ორიენტაცია, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, მოხდა სოციალურ პრობლემატიკაზე და მინდა გამოვყო ის გლობალური პროექტი, რომელიც 2 წელია ხორციელდება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, საქართველომ წელს გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, რომელიც იმედია შექმნის პოზიტიურ დინამიკას მომავალში ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების თვალსაზრისით", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.