ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ოზურგეთელი მანუჩარ კვირკველია გახდა.
"ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ფედერაცია შედეგებზე იქნება ორიენტირებული. უნდა გაიხსნას რაც შეიძლება მეტი სასპორტო დარბაზი. სპორტსმენებს დამსახურების მიხედვით უნდა დავუნიშნოთ ხელფასი.
ყურადღების გარეშე არც ვეტერანები არ უნდა დავტოვოთ. დავითანხმე რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებიც პერსპექტიულ მოჭიდავეებს დაეხმარებიან. მათ შორის პირველ რიგში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს
_ განაცხადა მანუჩარ კვირკველიამ თავისი პრეზიდენტობის არჩევნების დაწყებამდე.
102 დელეგატიდან მანუჩარ კვირკველიას მხარი 59 ადამიანმა დაუჭირა. მანუჩარ კვირკველიას წარმატებები ოზურგეთიდან დაიწყო, მისი მწვრთნელი გურამ მაჭარაშვილი იყო.
კვირკველია მანუჩარ. დაიბადა 12. 10. 1978, ოზურგეთი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (66, 74 კგ). XXIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008, პეკინი). მსოფლიოს ჩემპიონი (2003) და მესამე პრიზიორი (2002), ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2002), საფრანგეთის, საბერძნეთის, პოლონეთის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ღირსების მედლის კავალერი.