იმ ამერიკელების რაოდენობა, რომლებიც სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობენ, გაიზარდა და ნახევარი საუკუნის წინანდელ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ამერიკის მოსახლეობის აღწერის ბიურო იუწყება.
აშშ-ში ღარიბების რაოდენობა მიმდინარე წელს 1,1, პროცენტით გაიზარდა და მოსახლეობის 14,3 პროცენტს მიაღწია.
აშშ-ის აღწერის ბიუროს მონაცემებით, 2014 წელს 43,6 მილიონი ამერიკელი ცხოვრობს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ.
ბოლოს ასეთი მაჩვენებელი მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში 51 წლის წინათ დაფიქსირდა.
2013 წლის მონაცემებით, ამერიკაში სიღატაკის ზღვარს ქვემოთ 39,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 4-სულიანი ოჯახი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფად მიიჩნევა, თუ მისი წლიური შემოსავალი 21,954 ათას დოლარზე ნაკლებია.
აშშ-ში მაქსიმალურად გაიზარდა მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა შემოსავალიც სიღატაკის ზღვარს ოდნავ აღემატება. სიტუაციის გაუარესების მიზეზად, აღწერის ბიურო სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შემცირებას ასახელებს.