აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზატორობით და ინიციატივით მედიის წარმომადგენლებისთვის აჭარაში პრეს-ტური ჩატარდა. მედიის წარმომადგენლებმა ორი დღის განმავლობაში ბათუმის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.
ასევე, მიიღეს ინფორმაცია ზამთრის სეზონზე დაგეგმილ აქტივობების და ფასდაკლებების პროექტის б საახალწლო ღონისძიებების შესახებ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ უკვე მეორე წელია დიდი ყურადღება ექცევა შიდა ტურიზმის განვითარებას.
ტურის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტს, სოფელ ვაიოში ვიმყოფებოდით. მალხაზ გორგილაძის ექვსულიან ოჯახში. მალხაზ გორგილაძის “მახოს მარანი“ ხშირად მანსპინძლობს საქართველოდან და უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს.
„ტურიზმის განვითარება მართლაც, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. კარგი იქნება თუ ტურისტები ზამთრის პერიოდში თუ გვესტუმრებიან. უფრო მეტად ჩვენთან სტუმრები ზაფხულში არიან“ – გვითხრა მალხაზ გორგილაძემ.