გურიის გუბერნატორობის კანდიდატთა სიაში, კიდევ ერთი ადამიანი გამოჩნდა. საუბარია გია გოთუაზე , რომელსაც ჩვენი ინფორმაციით შესთავაზეს კიდევაც ამ პოსტზე დანიშვნა.
თავად გოთუა, რომელიც თავის დროზე ლანჩხუთის რაიონის გამგებელი იყო და დღესდღეობით კი ბიზნესითაა დაკავებული, უარყოფს აღნიშნულ ფაქტს:
"სხვებმაც დამირეკეს ამის შესახებ, მაგრამ გეტყვით, რომ რეალურად არც არაფერი ყოფილა. გუბერნატორის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა უნდა შეარჩიოს და მისი გადასაწყვეტია თუ ვის დანიშნავს. პირადად ჩემთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს. გარკვეული საუბრები მქონდა ვიწრო წრეში, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა."
-და რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?
-რა ვიცი, ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი. ვნახოთ, ისე კი არაფერს გამოვრიცხავ.
-ამჟამად რას საქმიანობთ?
-საკუთარი ბიზნესით ვარ დაკავებული, რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ ძირითადად თბილისში და სამტრედიაში. ლანჩხუთში სულ ახლახანს წარმატებით დავასრულეთ სოფელ ჯაპანის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი.