ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მოსწავლეების მიერ მომზადებული ფილმების კონკურსი გაიმართა.
კონკურსში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული ფილმები ნარკოდანაშაულსა და ოჯახურ ძალადობაზე, ასევე დანაშაულზე არასრულწლოვნებში.
ჩვენების ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც პროკურორებმა საკონკურსო ფილმები განიხილეს და მოსწავლეებთან ერთად არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს.
გამარჯვებული სკოლის მოსწავლეებს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის სახელით სპეციალური სიგელები გადაეცათ და სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მოზარდებში დანაშაულის პრევენციასა და სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად.