ამბობენ, სიბერემ მოდუნება იცისო. თუმცა, ეს ყოველთვის არ არის მართალი. თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და ცდილობს მუდამ ფორმაში იყოს, სიმხნევეს და მოქნილობას ღრმა მოხუცებულობამდეც შეინარჩუნებს. ამის მაგალითია ქობულეთელი ასლან ცეცხლაძე, რომელიც 82 წლის ასაკშიც კი აქტიურია და კარმიდამოში ფუსფუსის გარდა, სპორტითაა გატაცებული. იგი სოფელ ალამბარში ცხოვრობს და ყოველდღიურად ვარჯიშობს. თუ როგორ გამოსდის ბატონ ასლანს, შეგიძლიათ ვიდეოში ნახოთ. “გურია ნიუსი“ გირჩევთ, მიბაძოთ 84 წლის ჭაბუკს!
Developed By Web Features 2024 © All rights reserved