ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ნინო აბაშიძე დაინიშნა.
ნინო აბაშიძე პროფესიით იურისტია, ის კოალიცია "ქართული ოცნების" წევრია წლების განმავლობაში, ასევე ხელმძღვანელობდა "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში საარჩევნო ადმინისტრაციულ სამსახურს.
"მოგეხსენებათ საკრებულოსა და მერიას დაემატა ახალი შტატები, ამიტომ ნინო აბაშიძე, სამი თვით დაინიშნა საკრებულოს პრესსამსახურში, დროებით მოვალეობის შემსრულებლად", – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ.