ფასანაურიდან გუდაურის მიმართულებით გზა ამ დრომდე გადაკეტილია. ზვავსაშიშროების გამო, ადგილზე აკრძალულია გზის გამწმენდი ტექნიკის მუშაობაც.
უკვე მეორე დღეა გზა ჩაკეტილია გუდაური-ლარსის მიმართულებით, სადაც ათამდე მანქანაა გაჩერებული. გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ზვავსაშიშროების გამო აქაც ვერ ხერხდება.