ლანჩხუთში წლის პირველი ახალშობილები ტყუპი ქალბატონები გახდნენ, რომლებიც ხუთ იანვარს მ. ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრში საკეისრო კვეთით დაიბადნენ.
ამავე დღეს დაიბადა პატარა ვაჟკაციც. მონიკა კვიტატიანი და გიორგი ჩხაიძე, როგორც თეონა და ნუგზარ კვიხიაძეები უკვე მეორედ გახდნენ მშობლები. კვიხიძეებმა პატარას უკვე შეურჩიეს სახელი და დავითი დაარქვეს, რომელიც დაბადებისას 3, 900 კგ-ს იწონიდა, ხოლო მონიკასა და გიორგის ჯერ არ შეურჩევიათ სახელები თავიანთი ტყუპებისთვის, რომლებიც 2,500 კგ-ს იწონიდნენ.
ამ დროისთვის სამივე ახალშობილი თავს კარგად გრძნობს და დედებთან ერთად პალატაში იმყოფებიან.