მინისტრის გადაწყვეტილებით, კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილი მოსახლეობა საკვებით მომარაგდება.
საკვებით მომარაგება საჭიროების მიხედვით ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება. სასმელი წყლით, საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანები თბილისიდან ფასანაურისკენ გავიდნენ.