https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აკრიფა თუ არა და რისთვის სახანძრო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებისგან ფული?

15:01; 7.01.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საშუალოდ 350 ლარიანი ხელფასიდან შეგროვებული 20-20 ლარი, რომლითაც სამსახურის უფროსმა წინასაახალწლოდ სოფლის ნობათი შეიძინა და გუბერნიაში, კოლეგებს საჩუქრად მიუტანა, დღეს უკან დააბრუნა.

შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტში მოხდა, რასაც ადასტურებს  მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, თუმცა მონაწილე "მთავარი გმირები" უარყოფენ.

ქეისი

30 დეკემბერს, მარტვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონულმა ორგანიზაციამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსმა, იონა (მინდია) ჭოჭუამ, თანამშრომლებისგან 20-20 ლარი შეაგროვა, რითაც სოფლის ნობათი – გოჭი, ინდაური, ყველი, თაფლი, ღვინო და სხვა პროდუქტები შეიძინეს და ზუგდიდში, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტს ირაკლი სიჭინავას და ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს თამაზ უბილავას მიართვეს.

"გურია ნიუსმა" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მარტვილის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სცადა.  სამსახურის ორმა თანამშრომელმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ამბავი დაადასტურა, თუმცა ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, სამსახურის დაკარგვის შიშით.
ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ნობათი ზუგდიდში იონა ჭოჭუამ და მისმა  თანამშრომელმა წაიღეს და ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს თამაზ უბილავას სახლში იქეიფეს.

თავად სამსახურის უფროსმა, იონა (მინდია) ჭოჭუამ, როცა "გურია ნიუსისგან" აღნიშნულ თემაზე შეკითხვა მოისმინა, დაგვემშვიდობა – "კარგად იყავით" და ტელეფონი გაგვითიშა.

დაკავშირების მომდევნო მცდელობაზე კი, კომენტარი გააკეთა და თანამშრომლებისგან ფულის აკრეფა, ნობათის შეძენა და გუბერნიაში წაღება კატეგორიულად უარყო.

"არ მსურს თქვენთან ლაპარაკი გაიგე?  ცრუ ინფორმაციაა, არავისთან არაფერი მიმიტანია და მორჩა საუბარი. ზღაპრებს რომ მიგონებთ.

ძველი ნაციონალები გვაბრალებენ ამას, ბევრი ნაბ…..ი არიან.  მარტვილის რაიონს უკვე ყელში ამოუვიდა ასეთი ცუდი ამბები. დავიღალე უკვე.

რასაც კარგს ვაკეთებ ის გააშუქეთ, სტადიონი გავაკეთე ჩვენი სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი დანაზოგით, ინფრასტრუქტურაზე ვზრუნავ…"

შეგახსენებთ, რომ იონა (მინდია) ჭოჭუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსად, თვითმმართველობის არჩევნების შედეგად შეცვლილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაინიშნა.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ ნაყიდი ნობათი გუბერნიაში გაიგზავნა, უარყოფს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის პიარ სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ფაჟავაც.

"წარმოუდგენელია. არ არსებულია ეს ამბავი. საიდან მოდის, რატომ, ვის ვისთან რა ურთიერთობა აქვს არ ვიცი, მე პირადად, გუბერნატორის პიარი, თავს დავდებ, რომ ეს არის ტყუილი! საბჭოთა პერიოდი ხომ არაა?!", _ ამბობს "გურია ნიუსთან" ფაჟავა.

ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს თამაზ უბილავას თქმით კი, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა მიეტანათ სოფლის ნობათი საჩუქრად, როცა თანამდებობრივად თანასწორები არიან.

"კარგით რა, საიდან მოვიდა ასეთი რამ. ტყუილია. არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს. ისე კი, უარს არ ვიტყოდი…"

რაც შეეხება მოტივს, რისთვის უნდა მიეტანა ჭოჭუას თანამდებობრივად მისსავე სივრცეში მყოფი თამაზ უბილავასთვის საჩუქარი, აქ შესაძლოა გარკვეული როლი უბილავას კანდიდატურის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის პოსტზე განხილვას უკავშირდებოდეს, რასაც (უბილავას აღნიშნულ თანამდებობაზე განხილვას) თავადაც არ უარყოფს.

როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, დღეს დილით "გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ მარტვილის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, თანამშრომლებს, სოფლის ნობათის შესაძენად აკრეფილი 20-20 ლარი უკან დაუბრუნა.

კანონი

სისხლის სამართლის 338-ე მუხლი განმარტავს რას ნიშნავს ქრთამის აღება.

მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ქრთამის აღება:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) მექრთამეობისათვის მსჯავრდებულის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) გამოძალვით;
დ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: დიდი ოდენობით ქრთამად ითვლება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით თანხა ათი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამად – თანხა ოცდაათი ათასი ლარის ზევით.

მუხლი 339. ქრთამის მიცემა

1. მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით იმავე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად, –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მიხეილ ღოღაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, კონკრეტულად რა თანხა, ან რა ტიპის საჩუქარი შეიძლება ჩაითვალოს ქრთამად, ეს შეფასებითია და კანონმდებლობა არ განმარტავს.

"კონკრეტულად რა თანხა, რა ტიპის საჩუქარი ითვლება ქრთამად, ეს შეფასებითია და აქედან გამომდინარე თუ გამოძიებამდე მივა საქმე, პროკურატურის მხრიდან უნდა შეფასდეს.

კონკრეტულად ქრთამი არის ეს, ან ქრთამი არ არის ეს, ასეთი განმარტება კანონში არ გვაქვს", – ამბობს იურისტი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

2015 წელი იუნესკომ საქართველოში აკაკი წერეთლის წლად გამოაცხადა

ქართულ საჰაერო სივრცეში მყოფი ფრანგული თვითმფრინავი ავარიულად ანკარაში დაეშვა

ყველა სიახლე

სამართალი

ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმე – რა უთხრა მოწმემ ნაფიც მსაჯულებს?

12:17; 19.02.2026
საზოგადოება

კლუბი თუ გზა _ მოსახლეობის დიდი ნაწილი უგზოობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

11:46; 19.02.2026
საზოგადოება

ათ მილიონიანი რეაბილიტაცია, რომლის დასრულების ვადა კომპანიას სამჯერ გაუგრძელდა

11:45; 19.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
სამართალი

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში – დაკავებულია 29 პირი

11:24; 19.02.2026
სამართალი

“მეზობელ არასრულწლოვან გოგოს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა” _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:09; 19.02.2026
მსოფლიო

ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

10:40; 19.02.2026
მსოფლიო

დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

10:35; 19.02.2026
მსოფლიო

“ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

10:10; 19.02.2026
საზოგადოება

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

10:06; 19.02.2026
ზაფრანი

რომელი ქალის შურისძიებას უნდა ერიდოს მამაკაცი   

9:58; 19.02.2026
ზაფრანი

ყველაზე რომანტიკული მამაკაცები    

9:55; 19.02.2026
ზაფრანი

ვის ვერ მოატყუებთ ვერასოდეს   

9:54; 19.02.2026
ზაფრანი

მარტოხელები და ასტროლოგია   

9:52; 19.02.2026
საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო