დღეს, საღამოს 7 საათზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ვარდების ბაღის გვერდით (მეტრო "მარჯანიშვილი"), საფრანგეთში, ჟურნალის რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმას გააპროტესტებენ.
აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა და დასწრება ყველას შეუძლია.
_ მწამს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ჩემთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა თუ სად ჩაახშობდნენ გამოხატვის თავისუფლებას ძალადობით. მაგრამ ყველასათვის საყვარელი "ევროპული ინტეგრაცია" მგონი სწორედ ის არის, ადეკვატურ დროს, ადეკვატური რეაგირება რომ გექნება ევროპაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ შემთხვევაში კი საშინელ ტრაგედიაზე. დღეს გლოვის დღეა საფრანგეთში, ასეთ დროს თანაგრძნობის გამოხატვა ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, _ წერს უფლებადამცველი თამარ გურჩიანი.
შეგახსენებთ, რომ პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული. მათ შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი.
ამავე თემაზე: "ჩვენ არ გვეშინია, ჩარლი!" _ მსოფლიო საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს აპროტესტებს