(გურია ნიუსი) _ ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია სახალხო დამცველს მიმართავს ამის შესახებ გურია ნიუსს, ბიძინა ივანიშვილის პრესამდნივნოდან აცნობეს.
ეკა ბესელია გიორგი ტუღუშს სთხოვს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოკლე დროში შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის _ ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი და მოახდინოს ფაქტის შეფასება.
როგორც გვაცნობეს, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი მზადაა, გიორგი ტუღუშს მიაწოდოს ყველა დოკუმენტაცია, რაც სახალხო დამცველს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის უმოკლეს ვადებში შესწავლასა და მის დროულ რეაგირებაში დაეხმარება.