წუხელ, თბილისში, კერძოდ ვაზისუბანში 31 წლის ახალგაზრდა მოკლეს. დეტალები, როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება. გამოძიება კი 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ როგორც მოკლული მამაკაცის მეგობრები ამბობენ, რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით ოქტომბერში, გარდაცვლილს, ასევე ვაზისუბანში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავში არმატურა რამდენჯერმე ჩაარტყეს, მაგრამ მიუხედავად რეანიმაციაში გატარებული ერთი თვისა, ის გადარჩა.
მეგობრების თქმით, მოკლულ კობა აღლემაშვილსსაკუთარი კერძო ბიზნესი ჰქონდა.