ამ წუთებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში და ურეკის მიმართულებით.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სოფელ თხინვალში, სადაც თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, გრეიდერი გზას აცდა.
_ თოვლის სქელი ნადების გამო გრეიდერი აცდა გზის სავალ ნაწილს. მინდა გითხრათ, რომ სასწრაფოდ მოხდა ამ ყველაფერზე რეაგირება. ამ წუთებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნენსი კიკვაძემ.