14 იანვარს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, სხდომა ელჩების დონეზე შედგება და 2014 წლის ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი განიხილება.