"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, 2014 წლის ბოლოს მიღებული სახელფასო დანამატი, უნივერსიტეტში გადარიცხა.
ამის შესახებ სამნიძე "ფეისბუქის" გევრდზე წერს.
"მიუხედავად, ჩემი და ჩვენი ფრაქციის "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" წინააღმდეგობისა, თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირ დეპუტატებს 2014 წლის ბოლოს (31 დეკემბერს), სახელფასო დანამატები მაინც ჩაგვერიცხა. ფრაქციის პოზიცია უცვლელია, ჩვენ წინააღმდეგები ვართ დანამატის, პრემიის სახით შემოსავლების გაზრდის. მე, გამომდინარე ჩემი პოზიციიდან, აღნიშნული თანხა მთლიანად გადავრიცხე ერთ-ერთ უნივერსიტეტში და სწავლა დავუფინანსე სტუდენტს."