https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სუბარი ივანიშვილზე: “მეორე ეგეთ ადამიანს არ ვიცნობ, ვისგანაც ამდენ ცოდნას ვიღებ”

8:01; 14.01.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რატომ წამოვიდა სასჯელაღსრულების სამინისტროდან, ვისი კადრი იყო დიმიტრი დარბაისელი, რას სწავლობს ბიძინა ივანიშვილიდან, საჭიროა თუ არა ყოფილი პრემიერის დაბრუნება და რა ხდება ციხეებში _ ამ და სხვა თემებზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა:

_ბატონო სოზარ,  რა მოხდა რეალურად, რატომ წამოხვედით სასჯელაღსრულების სამინისტროდან?

_ ამოვწურე ჩემი მისია და აღარ მინდოდა იქ დარჩენა.

_ რას ნიშნავს მისიის ამოწურვა?

_ როდესაც იქ მივედი, როგორც უფლებადამცველი ეს იყო ორმხირივი თანხვედრა.  ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ მითხრა _ სად ხედავ შენს თავს, სად გირჩევნია _ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ საკანონმდებლოში.  დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, ვუთხარი, რომ როგორც სახალხო დამცველმა კარგად ვიცი რა ხდება ამ სფეროში.  ეს იყო ყველაზე რთული და ყველაზე დაზიანებული სფერო.  შეიძლება ითქვას აქილევსის ქუსლი სააკაშვილის ხელისუფლების დროს  ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით და მე მზად ვიყავი გამომესწორებინა, რაც ბატონ ბიძინას ვუთხარი. მისი პასუხი იყო, რომ ამაზე ნაფიქრი ჰქონდა _  ვფიქრობდი, მაგრამ შენ რომ არ გეთქვა ვერ გავბედავდი შემოთავაზებას, იმიტომ რომ რთული სფეროაო. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პასუხი.
წავედი და  გავატარეთ რეფორმები და ამით შემიძლია ვთქვა, რომ ამაყი არ იყო წამება და აღარ არის, ითუ წელიწადში 140-145 ადამიანი კვდებოდა , ჩემი მინისტრობის დროს, 2013 წელს, იყო ისტორიულად ყველაზე ნაკლები _ 25 ადამიანი გარდაიცვალა.

_ 2014 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი გაზრდილია…

_ სიმართლე გითხრათ არ ვიცი ახლა რამდენია, მაგრამ 2013 წელს იყო 25 და 25 ადამიანი არ მომკვდარა საქართველოს ციხეებში მაშინაც კი, როცა პატიმრების რაოდენობა 5000-6000-ს არ აღემატებოდა.  2013 წელს  საშუალო მაჩვენებელი იყო 11500 პატიმარი. ვიღაც იტყვის ნაციონალების დროს ბევრი კვდებოდა, მაგრამ პატიმართა რიცხვიც ბევრი იყოო.  ჩვეულებრივ, მსოფლიოში რაოდენობა  ითვლება ასე _  ყოველ 10000 ადამიანზე  რამდენი კვდება. ამ ციფრზე, საქართველოში ციხის გარეთ კვდება დაახლოებით 52-53 ადამიანი. ევროპულ ციხეებში ეს მაჩვენებელი არის სადღაც 20-დან 30-მდე.  არის ქვეყნები სადაც 40-საც აღწევს. საქართველოში კი 2013 წელს, ეს მაჩვენებელი იყო 22 ადამიანი ყოველ 10 000-ს პატიმარზე. ეს ევროპის დონითაც ერთ-ერთი საუკეთესოა. გარდა ამისა, მეამაყება ის პროგრამები, რომლებიც დავიწყე. ეს არის ც ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც ყველაზე წარმატებული პროგრამაა. 95 პროცენტამდეა განკურნება ციხეებში და რაც მთავარია პატიმრებისთვის მკურნალობა უფასოა. სწორედ ამის გაგრძელებაა ის მნიშვნელოვანი პროგრამა, რასაც დღეს ბატონი სერგეენკო ახორციელებს.  დღეს საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდა შანსი, ახალი თაობის პრეპარატით, რომლით მკურნალობა დაახლოებით 85 000 დოლარიდან 100000 დოლარამდე ჯდება,   მიიღონ ბევრად, ბევრად იაფად. მსოფლიოში ყველაზე იაფადაც კი.

_ სასჯელაღსრულების სამინისტროს სააკაშვილის ხელისუფლების აქილევსი ქუსლი იყოო. მე მახსოვს თქვენი მინისტრობის დროს ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც აღნიშნეთ, რომ ციხეს ისევ მაყურებლები მართავდნენ… დღესაც იგივე არ ხდება ხდება, დღეს არ არის სასჯელაღსრულების სამინისტროს თქვენი ხელისუფლების აქილევსის ქუსლი?

_ არასდროს მითქვამს, რომ ციხეს მაყურებლები მართავდნენ. ის რომ კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ციხეში ეს სწორია.

_ და მართავდნენ ციხეებს…

_ არა, ტყუილია. მართავდა ადმინისტრაცია. კრიმინალური ავტორიტეტების გარეშე მსოფლიოს არცერთი ციხე არ არსებობს.  ზოგან მაყურებელს ეძახიან, ზოგან მაფიის ბოსს. გააჩნია ქვეყანას.

_ შეგიძლიათ დარწმუნებით გვითხრათ, რომ დღეს მაყურებლები არ მართავენ ციხეებს?

_ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ციხეს მართავს ადმინისტრაცია.

_ ხშირად არის საუბარი ციხეში არსებულ კორუფციაზე. ასე იყო თქვენს დროსაც და ასეა ახლაც. იგივე აზარტული თამაშები, თანხების ციხეში მიტანა...

_ თამაშები და კორუფცია სხვადასხვა თემაა. ბუნებრივია კორუფციის გარეშე არ არსებობს სახელმწიფო სისტემა. იგივე ჩემს პერიოდში, უშუალოდ ჩემს მიერ, გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი ფაქტების გამო არაერთი თანამშრომელი წავიდა ციხეში. ეს ადამიანები ცდილობდნენ ფულის აღებას მაგალითად პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. სქემა იყო ძალიან მარტივი, ეს კორუფციაც კი არ იყო. უფრო თაღლითობა შეიძლება დარქმეოდა. ისინი ეუბნებოდნენ ადამიანს მე „ვიჩალიჩებ“ და ჩავაწყობ, რომ შენ გაგიშვან ვადაზე ადრე. სინამდვილეში მათ ამის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ. იღებდნენ ფულს,  დაახლოებით ხომ იცოდნენ როგორი ტიპის ადამიანებს ქონდათ შანსი, მაშინ თვეში დაახლოებით 100-150 ადამიანი გადიოდა.  თუ იმ თვეში ვერ გავიდოდა ეტყოდნენ, ამ თვეში ვერ მოვახერხე მომდევნო თვეში გაგიშვებ და შეიძლებოდა კიდევ გადაედოთ. თუ ვერ გადიოდა დაუბრუნებდნენ ფულს.

_ აზარტული თამაშები?

_ ახლა რა ხდება თამაშებთან დაკავშრებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ჩემს პერიოდშიც ალბათ იყო და ამის გამო სასჯელი მძიმე იყო.

_ დარბაისელი თავისი ცნობილი პრემიებით _ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი თქვენს ირგვლივ. როცა „გურია ნიუსმა“ ივანიშვილს ჰკითხა რა იყო ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი ნაკლი,  ყოფილმა პრემიერმა სწორედ პრემიები და დარბაისელის თემა დაასახელა. ვისი კადრი იყო დარბაისელი და იყო თუ არა ის უშუალოდ თქვენი მფარველობის ქვეშ?

_ ეს იყო აბსულუტურად მიუღებელი, სამარცხვინო ამბავი. საახალწლოდ გაიცა პრემიები და მე ამის შესახებ შევიტყვე იანვრის შუა რიცხვებში და არა მისგან. ფინანსთა სამინისტროდან დამირეკეს სხვათაშორის _ რა ხდება, რა პრემიები გაეცითო და მე ვიყავი გაოცებული, როცა არანაირი პრემია არ გაცემულა, ჩვეულებრივ საახალწლო, მეცამეტე ხელფასს თუ არ ჩავთვლით. მაშინ მქონდა ძალიან მკაცრი რეაქცია, თუმცა ერთი თვის დანიშნულ ადამიანზე იმ წუთში რაღაც საკადრო გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. ბუნებრივია, ეს იყო მიუღებელი.

_ და მიუხედავად ამ მიუღებლობისა, დარბაისელი დატოვეთ თანამდებობაზე…

_ მე უკვე გითხარით, რომ ერთი თვის დანიშნულ ადამიანზე ვერ მივიღებდი საკადრო გადაწყვეტილებას.

_ რატომ, ვინ მფარველობდა ასეთი დარბაისელს?

_არ ღირს ახლა ამაზე საუბარი.

_ თქვენი კადრი არ ყოფილა?

_ როცა გეუბნებით, რომ არ ღირს ლაპარაკი ე.ი. არ ღირს. როცა მე ვიღებ პასუხიმგებლობას რამეზე, ვიღებ ბოლომდე.

_ როცა ციხეებს მართავდით იყავით თუ არა დამოუკიდებელი ყველა გადაწყვეტილებაში?

_ ყველა გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი ამ ქვეყნდა არცერთი ადამიანი არ არის. რომ ვამბობთ რომ გიჟი თავისუფალია, ისიც კი ვერ იქნება დამოუკიდებელი. ბუნებრივია ბევრი რამის შეთანხმება გიხდება. მით უმეტეს ისეთ რთულ სფეროში, როგორიც არის სასჯელაღსრულება.  შეუძლებელია სამინისტრომ მართოს თუ არ იქნება ძალიან მჭიდრო და კოორდინირებული ურთიერთობა ძალიან ბევრ სხვადასხვა უწყებასთან, რომელთა თანადგომის და ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია იმ სისტემის არსებობა, რომლის ფუნქცია კრიმინალებთან ბრძოლაა.

_ ბიძინა ივანიშვილს უთანხმებდით გადაწყვეტილებებს  როდესაც ის პრემიერი არ იყო?

_ რომ დავარღვიოთ კიდევ ერთხელ ის არსებული ‘კლიშე“,  რომ დღეს მართავს ქვეყანას, ერთ რამეს გეტყვით.   ბიძინა ივანიშვილთან რომ მქონდა მცდელობა ხოლმე როცა ის პრემიერი იყო უფრო მეტად ჩამეყენებინა საქმის კურსში, ყოველთვის მეუბნებოდა _ მე ვიცი შენთან რაც ხდება და აღარ გვინდა უკვე ზედმეტი დეტალები. ყველაზე მეტად ის  იყო ორიენტირებული ეკონიმიკურ და ჯანდაცვის საკითხებზე.

_ რას ნიშნავს დეტალები არ აინტერესებდა. ქვეყნის პრემიერს რომ მინისტრი ეუბნება, პრობლემაა და დეტალები უნდა გითხრათო, პრემიერი არ უნდა დაინტერესდეს?

_ მისი მართვის სტილი სწორედ ეს არის _ თუ განდობს სფეროს, იქ გეუბნება, რომ მართე, პოლიტიკა განვსაზღვროთ  ერთად,  მაგრამ შედეგზე ხარ პასუხიმგებელი. ცუდად მართავ წახვალ.  არცერთი მინისტრის არცერთი მოადგილე  ბიძინა ივანიშვილის რჩევით და მისი ჩარევით არ დანიშნულა. ბუნებრივია იყო შეთანხმებებიც. მაგალითად როცა მე მივიტანე ცე ჰეპატიტის პროგრამა მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად, ბიძინა ივანიშვილმა ისმინა ათი წუთი, მერე დასვა რამდენიმე კითხვა, კონკრეტული ექსპერტების გვარები იკითხა _ ეს ადამიანები თუ იყო ჩართული _ მაგალითად ბატონი ცერცვაძე და როცა ვუთხარით, რომ ეს პროგრამა მათი გაკეთებული იყო, გვიპასუხა რომ მაშინ მოსწონდა. ოღონდ ეს პროგრამა დღეს არ დამტკიცდება, გაძლევთ ერ კვირას, ჯანდაცვის მინისტრთან ერთდ დაჯექით და ერთ კვირაში წარმოადგინეთ პროგრამა, რომ ეს იყოს არა მხოლოდ ციხეებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისო. ერთი კვირა ვიმუშავეთ პროგრამისთვის და ერთი წელი იმისთვის, რომ მიგვეღწია იმ ფასისთვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო.  წინა ხელისუფლებას რომ ემუშავა, მათაც შეეძლოთ ამ ფასისთვის მიეღწიათ. თუმცა, ეს არავის არ ადარდებდა.

_ პრემიერის პოსტიდან წასვლამდე, ბიძინა ივანიშვილმა „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ ისევ დაბრუნდებოდა.  თქვენს რას გვეტყვით, საჭიროა მისი დაბრუნდება?

_ როცა მიდიოდა მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი. არაერთხელ მითქვია მისთვის. თუმცა, დღევანდელი  გადასახედიდან რომ ვუყურებ, ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო, ალბათ მასაც სჭირდებოდა გარედან დაკვირვება.  ის პროგრამა რაზეც მუშაობს, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო ათწლეულის შემდეგ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს მთავრობა მუშაობს ავტონომიურ რეჟიმში და ძალიან ეფექტურად.

_ კითხვაზე მაინც არ გვპასუხობთ.  საჭიროა თუ არა ივანიშვილს დაბრუნება?

_ მე ისეთი დამოკიდებულება მაქვს ამ ადამიანის მიმართ რომ ყოველთვის მივესალმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ წუთში ამის აუცილებლობა დგას. ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომელთან ურთიერთობა  მე ყოველ წუთს მავსებს დიდი ენერგიით, დიდი სიხარულით და დიდი ემოციით. ტელევიზორში რომ ვუსმენ მაშინაც კი და თუ პირადად ურთიერთობა მაქვს ხომ საერთოდ.  მეორე ეგეთ ადამიანს  არ ვიცნობ, ვისგანაც ამდენ დადებით ენერგიას, ემოციას და ცოდნას ვიღებ.

_ რას გასწავლით?

_ ბევრ რამეს.

_ მაინც?

_ ადამიანებთან ურთიერთობას, მუშაობას.

_ სოზარ სუბარი, რომელიც სახალხო დამცველი იყო ადამიანებთან  ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილიდან სწავლობს?

_ ყოველთვის ყველაფერი უნდა ვისწავლოთ არა მარტო ბიძინასგან, არამედ ნებისმიერი ადამიანისგან.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ დაუცველ ოჯახებს ესტუმრა

ირაკლი ალასანია გურიაში მოსახლეობას ხვდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

“განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ საქართველოში” _ კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

10:01; 29.01.2026
ზაფრანი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

9:49; 29.01.2026
ზაფრანი

რა ასაკში გამდიდრდებით

9:35; 29.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები უტყუარი ინტუიციით

9:32; 29.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ნერვიული ადამიანები

9:31; 29.01.2026
ზაფრანი

ვინ ცოცხლობს ყველაზე დიდხანს

9:29; 29.01.2026
საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო