ცოტა ხნის წინ ჟურნალმა „ფორბსმა” ტრადიციულად პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგი შეადგინა.
მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგს ამჟამად სათავეში კვლავ მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმი უდგას სათავეში, მილიარდერთა რაოდენობით კი მოსკოვია პირველი.
როგორც გაირკვა, რუსეთის დედაქალაქში 79 მილიარდერი ცხოვრობს, მთლიანად რუსეთში კი – 101.
რუსეთი ამერიკას მილიარდერთა საერთო რაოდენობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. შეერთებულ შტატებში 400 მილიარდერი ცხოვრობს, ანუ 4-ჯერ მეტი, ვიდრე რუსეთში.