საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც დიდთოვლობის გამო მიმოსვლა 6 იანვრიდან აკრძალული იყო, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ორმხრივად აღადგინა.
"ამჟამად, მიმდინარეობს კობის მხრიდან გუდაურის მიმართულებით ჩარჩენილი ტრაილერების გატარება და მას შემდეგ, რაც აღნიშნული კოლონა ამ მონაკვეთს გაივლის, სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობა რუსეთის მიმართულებით აღდგება" _ აღნიშნავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.