გასული წლის 7 დეკემბერს, პოლიციის რეიდის დროს ქაიროს ერთ-ერთ უძველეს ჰამამში დაპატიმრებული ადამიანები გუშინ კაიროს სასამართლომ გაამართლა.
შეგახსენებთ, რომ აბანოს მეპატრონეს, ოთხ თანამშრომელსა და 21 სტუმარს ბრალი ედებოდა ”გარყვნილებაში”, – ეს სიტყვა ეგვიპტის იურიდიულ სისტემაში ჰომოსექსუალობის ნებისმიერ უკანონო გამოვლინებას გამოხატავს. ადრე ჩატარებულმა ”ანალურმა ტესტმა” აჩვენა, რომ სამ დაკავებულს ”არაბუნებრივი” სექსი ჰქონდა. რის გამო გაათავისუფლეს ისინი, არ კონკრეტდება.
”გეი ორგიას” პოლიცია თავზე მონა ალ-ირაქიმ (Mona al-Iraqi), პროსამთავრობო კერძო არხ ”ალ ჰაქირა ვალ ნასის” (Al-Qahira wal Nas) ჟურნალისტმა, დააყენა. ეთერში გავიდა ”გამოძიება”, რომელშიც აივ-შიდსის ეპიდემიის გავრცელების მთავარ დამნაშავეებად გეები სახელდებოდნენ.
ეგვიპტეში ერთსქესიანი სექსი ოფიციალურად აკრძალული არაა, მაგრამ ჯერ კიდევ სოციალური ტაბუს ქვეშ იმყოფება. უკანასკნელ წლებში, ეგვიპტელი ჰომოსექსუალები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ მათ მიმართ პოლიციის დევნა გაძლიერდა. პოლიციამ გეებზე ნადირობაში გაცნობების საიტ Grindr-ის გამოყენება იწყო. ახლახან, ქვეყანაში სამი წლით პატიმრობა და სხვადასხვა ჯარიმები მიესაჯა რვა კაცს – სახუმარო ერთსქესიანი ქორწინების მონაწილეებს. აპრილში ოთხი კაცი დააპატიმრეს ”გეი საღამოს” ორგანიზებისთვის. ნოემბრის დასაწყისში, ერთ-ერთმა ეგვიპტელმა მინისტრმა სიონისტები ქვეყანაში ”ჰომოსექსულიზმისა და ათეიზმის” მფარველობაში დაადანაშაულა.