https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მიგვაჩნია, რომ დრო დადგა საქართველოს კურორტებს მიეხედოს”

17:11; 6.11.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, ბახმაროში მომავალ სეზონზე ასულ დამსვენებელს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდება:

_ ბახმარო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს რამდენიმე სერიოზული სპეციალისტი გვყავდა იქ აყვანილი. ესენი არიან არქიტექტორები, რომლებიც ამ ზონის განვითარებაზე იზრუნებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში გარკვეული პროექტებიც გვექნება და ასევე სპეციალისტების ჯგუფი, რომლებმაც ძველი პროექტი ახალს შეადარეს. ჩვენ სპეციალური დანადგარებისთვის ფული გადავრიცხეთ და მშენებლებიც ავიყვანეთ ბახმაროში. ვნახეთ რამდენიმე ადგილი, სადაც ეს დანადგარი უნდა დამონტაჟდეს, რომლის საშუალებით ბახმაროს თვისებებზე, თოვლის ხარისხზე, ქარის სიჩქარეზე დეტალური ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ეს ის ჯგუფია, რომელიც მუშაობდა, როგორც ბაკურიანზე, ასევე სვანეთზე. გამოცდილები არიან და შესაბამისად, მიმაჩნია კარგ პროექტს მივიღებთ, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, ბახმარო არ იყოს მარტო სეზონური კურორტი და მან ოთხივე სეზონზე მთელი დატვირთვით იმუშაოს. უკვე გვაქვს იმის წინაპირობა, რომ სათხილამურო გზის სიგრძე ორი კილომეტრი იქნება. ეს სათხილამურო გზა ზუსტად იქ ჩამოდის, სადაც კომპლექსის აშენებას ვფიქრობთ. პირველ ეტაპზე გვინდა, რომ გავაკეთოთ სასტუმრო რამდენიმე ათეულ ნომერზე, რომლის მშენებლობასაც, სავარაუდოდ, მომავალი წლის აგვისტოში დავამთავრებთ. ასევე გაკეთდება მაღაზია, ტუალეტები, ღია ამფითეატრი, კინოთეატრი, აფთიაქი _ ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც პირველ ეტაპზე აუცილებელია და რომელიც ადამიანებს მეტი კომფორტის მიღების საშუალებას მისცემს. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურას, გეტყვით რომ საგზაო დეპარტამენტმა გარკვეული თანხები გზის მოწესრიგებისთვის უკვე ჩადო ბიუჯეტში. წყლის კომპანიამ მიიღო დავალება და სწავლობს ადგილებს, თუ სად შეიძლება დამატებითი წყლის მიღება ჭაბურღილების მეშვეობით. პირადად ვესაუბრე ენერგეტიკის მინისტრს და მივიღე წინაპირობა იმისა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ბახმაროში პრობლემა არ იქნება. იწყება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა გურულისთვის და ზოგადად იმ ადამიანისთვის, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა ბახმაროში. ეს არის პირადად პრეზიდენტის დავალება. მას კონტროლზე ჰყავს ეს საკითხი აყვანილი და ჩვენ პირადად მოვახსენებთ, თუ რას ვაკეთებთ გურიაში ამ მიმართულებით. ყველას ეგონა ეს არ გაკეთდებოდა, მაგრამ ჩვენთვის ბახმარო ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი ნაბიჯები გადადგმულია. ამას მოყვება სხვა ბევრი რამ _ იქნება სპორტული მოედნები, გასართობი დაწესებულებები. ერთი სიტყვით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა თავი, რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნონ. რაც შეეხება ტრასას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, შემდგომი პერსპექტივაა და ამ სეგმენტსაც განვავითარებთ. სწორედ ამიტომ ვატარებთ ძვირადღირებულ კვლევებს. არ გვინდა ამ სეზონის დაკარგვა. ბახმაროში სამშენებლო სეზონი პატარაა და დასაკარგი დრო არ გვაქვს. სამშენებელო კომპანია უკვე აყვანილია, ტოპოგადაღება უკვე დასრულებულია და პირველადი დოკუმენტაცია, რომელიც კვლევების შეჯერების საშუალებას მოგვცემს, მზადაა, _ აღნიშნა ნიკოლაიშვილმა და დაინტერესდა, ამ საკითხთან დაკავშირებით რა შეკითხვები ჰქონდათ ჟურნალისტებს. როგორც აღმოჩნდა ყველაზე ცნობისმოყვარეები ჩვენ აღმოვჩნდით და მინისტრმაც ჩვენს შეკითხვებს გულუხვად უპასუხა.

_ ბატონო რამაზ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე შეკითხვა…

_ კი ბატონო, ოღონდ არ მკითხოთ, ქალბატონო ნატო, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო (როგორც ჩანს ნიკოლაიშვილს ჯონ ბასთან ჩვენ მიერ ჩაწერილი ინტერვიუ კარგად ჰქონდა წაკითხული და ამ საკითხზეც ყურადღება ამიტომ გაამახვილა. ავტ.) ისიც არ მკითხოთ, რეგიონებზე რას ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე უკვე აღვნიშნე, რეგიონებზე რასაც ვფიქრობ (ეს კომენტარი ივანიშვილის ბრიფინგზე ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა. ავტ.)…

_ კარგია, რომ ჩვენს სტატიებს გულდასმით ეცნობით…

_ დიახ, ვკითხულობ, ძალიან ბევრ ვკითხულობ, იმიტომ, რომ გურია ჩემთვის არის კუთხე, რომელიც ძალიან მიყვარს და მგონი, რომ ეს დავამტკიცე. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ყველაფერი უფრო კარგად იყოს და უფრო მეტიც _ მთელ თავისუფალ დროს გურიას დავუთმობ, რომელიც ჩემი სამშობლოა. მიხარია, რომ ჩემი სურვილები და მთავრობის დავალება გურიასთან მიმართებაში დადებითად გადაწყდა. რაც შეეხება იმას, რომ ყველაფერი კარგად ვიცი _ “ვიცი” რას ნიშნავს? მე ვარ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და თქვენს მიერ დასმული კითხვის არსიც იმაში იყო, თუ როგორ მდგომარეობაშია რეგიონები. რეგიონები მეც მადარდებს და იმიტომაც ვარ რეგიონში დღეს.

_ ბახმაროსთან დაკავშირებით, ბევრი შეკითხვა და პრობლემა არსებობს. ამ ეტაპზე, როგორც საჯარო რეესტრს, ასევე ლეგალიზაციის კომისიას, შეჩერებული აქვს კურორტზე უძრავი ქონების დარეგისტრირება მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია და პრეზიდენტის 525-ე ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიწები უნდა დაკანონდეს. თუმცა, ეს ბრძანებულება კარგა ხანია, გაურკვეველი მიზეზების გამო არ სრულდება…

_ ქალბატონო ნატო, არ იდარდოთ თქვენ მაგ საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ ერთი რამ _ ჩოხატაურის მოქალაქე ხართ და მე თქვენ ადრეც მოგიწოდებდით, რომ უფრო სახელმწიფოებრივად გეზრუნათ და ონკანები არ გაგეხსნათ, რომელშიც წყალი მოდის(?!). მინდა პირადად, კარგად განგიმარტოთ თქვენ, რომ გურიისთვის მთავარია განვითარდეს კურორტი. შესაძლებელია, ნებისმიერ საკითხზე აიღოთ სხვადასხვა აქცენტები. ჩვენი აქცენტი არის იმაზე, რომ გვქონდეს განვითარების სტრატეგია, იყოს ბიუჯეტში ჩადებული თანხები და დაიწყოს განვითარება, აღმშენებლობა, შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველა კომპანიას ამას ვთხოვთ. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ადამიანი მოიძებნოს გურიაში, რომელსაც კონკრეტული საქმის გაკეთება არ შეუძლია, მაგას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ რაც მოიძებნება, ყველა ადგილობრივი დასაქმდება, დავიწყებთ კურორტის განვითარებას. ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ადამიანს ეხება. დამერწმუნეთ, როცა მშენებლობა დაიწყება, ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდება სურვილი ბახმაროში ჰქონდეს ქონება _ ზოგს გაახსენებდა, რომ ბაბუამისმა დაუტოვა. ეს ბუნებრივია. ჩვენც ეს გვინდა, რომ ბახმაროში ბევრი ადამიანი ავიდეს, თავისი თანხები დახარჯოს. ბევრ მდიდარ გურულს რაღაც შენობები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ განავითარებენ. თუმცა, კიდევ მინდა გითხრათ, რომ ის მიწა, რომელზეც შენობა უდგათ, დაუკანონდებათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნახევარი ბახმარო გადაეცემა ვიღაცას. ეს ტექნიკური საკითხია, რომლის შესახებაც მე სწორი პასუხი არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის სამსახურები, რომლებსაც ეხებათ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თემას სწორად და კანონიერად მიუდგებიან. ჩვენ ვიწყებთ არაფრიდან, კურორტიდან, რომელზეც არც ერთ მთავრობას თითიც არ დაუდია და ვფიქრობთ, რომ მივიღებთ შედეგს _ აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ამის პასუხისმგებელი გურული ხალხის წინაშე პირადად მე ვარ იმიტომ, რომ მაქვს პრეზიდენტის მხარდაჭერა. ამ კურორტის განვითარების ინიციატორი ნამდვილად პრეზიდენტი იყო და პლაგიატი არ ვარ, რომ მე დავიბრალო. ყველაფერს გავაკეთებ მოკლე დროში და ხარისხიანად, რომ გურულებმა მიიღონ კურორტი. აუცილებელია, ისეთი ადამიანებიც ჩამოვიდნენ, რომლებსაც იქ სახლი არ აქვთ. მე, მაგალითად, ზოგიერთებისგან განსხვავებით, ამ ზოგიერთებში ჩინოვნიკებიც არიან, იქ არ მაქვს ერთი კვადრატული სანტიმეტრი მიწაც, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მექნება საშუალება მივიდე, ავიღო ნომერი და დავისვენო ბახმაროში ჩემს ოჯახთან ერთად. თქვენ უნდა იყოთ მოწადინებული და გთხოვთ, რომ იყოთ ჩართული იმ პროცესებში, რომლის გახორციელება დაიწყება ბახმაროში. ეს ყველაფერი გამჭვირვალე იქნება. ერთმანეთს ხელი შევუწყოთ და არ შევუშალოთ ამბიციით _ მე თქვენ არ გგულისხმობთ, ზოგადად ვამბობ _ რომელიც ვიღაცის ინტერესს ეხება. რა ვიცი, ხან იძახოდით აკანონებენო, ხან იძახდით რატომ არ აკანონებენო. ხან ვიღაცამ მიითვისაო. ხომ არავინ არის ისეთი, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იქ ქონება? თუ თქვენ ეს ინფორმაცია გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ სამართალდამცავებს. მით უმეტეს, თქვენი გაზეთი კითხვადია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორად და კარგად იქნება ასახული. ამიტომ გთხოვთ, რომ აქცენტები აიღოთ განვითარებაზე, გეგმაზე და დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ. კარგად მინდა, გურულებს ესმოდეთ, რომ საქართველოს მთავრობას არ ენანება არაფერი გურიისთვის და უნდა, მისი ყველაზე ღირსეული კურორტი ღირსეულად განავითაროს. ამ კურორტს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არქიტექტორები აკეთებენ; მათ სერიოზული გამოცდილება აქვთ ასეთ საკითხებზე მუშაობისა; სერიოზული ჯგუფი შეიქმნა და ამ ჯგუფში გუბერნატორიც არის ჩართული. ქალბატონ ლელას (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი. ავტ) ვთხოვეთ და დავავალეთ, რომ აქტიურად ჩაერთოს. მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, საქართველოს კურორტებს მიეხედოს.

_ ჩვენ ძალიან ბევრი კვლევა გვინახავს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბახმარო ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კურორტია. არსებობს ბევრი სამედიცინო ისტორია, რომელიც მოწმობს, რომ სწორედ ბახმაროში განიკურნენ ადამიანები სხვადასხვა დაავადებისგან. ამ კუთხით თუ მიმდინარეობს მუშაობა და თუ კეთდება შესაბამისი კვლევები?

_ აბსოლუტურად ყველა ძველი კვლევა მოვიძიეთ, სანამ ამ საქმეს შევუდგებოდით. იქ არის არამარტო ქარის სიჩქარეზე და თოვლის ხარისხზე საუბარი, არამედ ბახმაროს კლიმატის დადებით თვისებებზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ეს ყველაფერი მოხდა წინა წლებში. ამიტომ, თავისთავად, ბუნებრივიცაა, რომ კურორტის განვითარებას მოყვება სამკურნალო თვისებების ფუნდამენტალური შესწავლა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომლებიც იზრუნებს, მაქსიმუმი წამოიღონ ამ კურორტიდან და გამოიყენონ ადამიანების სასიკეთოდ.

ნიკოლაიშვილის თქმით, ბახმაროს პარალელურად, გურიის კიდევ ერთი მნიშვნელოვან კურორტის, ურეკის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც დაიწყება:

_ ურეკი შავი ზღვის სანაპიროზე ძალიან მნიშვნელოვანი კურორტია. ჩვენ მივიღეთ კურორტების დაგეგმარების და მაქსიმალური ეფექტის მიღების გარკვეული გამოცდილება. ამის ნათელი მაგალითია ანაკლია, რომელიც მიმაჩნია, რომ უნიკალური კურორტია შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში გავახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ამავე ტიპის კონცეფცია შევიმუშაოთ ურეკში, სად ის ადამიანები იმუშავებენ, რომლებმაც ანაკლიაზე იმუშავეს. მინდა ვთხოვო გუბერნატორს, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება, თქვენც მოგაწოდოს. აზიის განვითარების ბანკის დახმარებით ურეკში ჩვენ მთლიანად შევცვლით წყლის და კანალიზაციის სისტემას, რომელიც დიდი ხანია აწუხებს ურეკელებს. გზები გავაკეთეთ, შიდა გზებსაც მივხედავთ, დავიწყებთ ბულვარის მშენებლობას და საბოლოო ჯამში ეს უნდა მივაბათ ერთიან ზოლს. ურეკში ზამთარშიც ვიმუშავებთ, რადგან ტემპერატურის ზღვარი გვაძლევს ამის საშუალებას. მიმაჩნია, რომ ეს ორი პროექტი გურიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ბევრი ადგილობრივი დასაქმდება. როცა ვიყავი გურიის გუბერნატორი, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი, რადგან მაშინ ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ახლა მეტ-ნაკლებად გამოჩნდა და ყველა გურული ნახავს, რომ ყველაფერს გულწრფელად ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ეს ქვეყანას სჭირდება, _ აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

15 ნოემბერს გურიას ზაზა გოროზია ეწვევა

რუსეთის კაზაკობა

ყველა სიახლე

საზოგადოება

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

13:05; 10.12.2025
საზოგადოება

Spotlight-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

12:39; 10.12.2025
საზოგადოება

„სამოქალაქო პიკნიკი – კაპარჭინასთვის“ –  მდინარის პერსპექტივები ფოთის მოსახლეობის თვალით

12:25; 10.12.2025
ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
საზოგადოება

სურსათის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11:19; 10.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025
ფინანსები

ვალუტის კურსი 10 დეკემბრისთვის

9:51; 10.12.2025
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

9:29; 10.12.2025
პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ქვეყნის 2026 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

9:24; 10.12.2025
საზოგადოება

ინტენსიური თოვა და უამინდობა _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

9:19; 10.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურში 800 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება იწყება

20:58; 9.12.2025
ფინანსები

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19:15; 9.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:07; 9.12.2025
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

18:40; 9.12.2025
საზოგადოება

“ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა”- რას წერს “რადიო თავისუფლება”

17:28; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო