(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ გასულ კვირას, ჩოხატაურში, სოფელ შუაფარცხმაში მცხოვრებ თამაზ ტრაპაიძის ოჯახს ყაჩაღები დაესხნენ თავს. ყაჩაღობის დროს, ტრაპაიძე სახლში მარტო იმყოფებოდა. როგორც გვითხრეს, სახლიდან 20 000 ლარამდე თანახმა წაიღეს, რომელიც ჩოხატაურის საგზაო სამმართველოს ეკუთვნოდა _ იგი სწორედ ამ სამმართველოში მუშაობს. თამაზ ტრაპაიძე ყაჩაღებმა სასტიკად სცემეს და ის, მძიმე ტრავმებით, ჩოხატაურის საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების განმარტებით, ამჟამად ტრაპაიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში ჩოხატაურში მომხდარი ეს მეოთხე ყაჩაღობაა, რომელთაგანაც გახსნილი ამ დრომდე არც ერთი არ არის.