2015 წლის 5 იანვარს, ლანჩხუთში, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფისში ფუნქციონირება დაიწყო ზამთრის თემატურმა სკოლამ, რომელშიც ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლის (ოზურგეთი, ლანჩხუთი) მოსწავლეები მონაწილეობენ.
ზამთრის სკოლის ფარგლებში, ახალგაზრდები მოისმენენ ლექციებს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ.
სკოლის პირველი დღე რელიგიურ თემას დაეთმო და ლექციას თეოლოგი ლევან აბაშიძე უძღვებოდა. ახალგაზრდებმა განიხილეს რელიგიის ცნება და რაობა, ასევე, ქრისტიანობა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი, წამყვანი რელიგია.
მსჯელობა გაიმართა, თუ რატომაა აუცილებელი მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რელიგიის შესახებ მეტი ცოდნის მიღება.