"ვულოცავ საქართველოსა და ესტონეთს ფილმ "მანდარინების" "ოსკარზე" წარდგენას, რომლის რეჟისორიც არის ზაზა ურუშაძე" – ასე გამოეხმაურა "ტვიტერზე" საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი "ოსკარზე" წარსადგენ ნომინანტთა შორის ფილმ "მანდარინების" დასახელებას.
შეგახსენებთ, რომ "ოსკარზე" წარსადგენ უცხოენოვანი ფილმების ნომინანტთა შორის ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დასახელდა. იგი "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი.