https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დიმიტრი ხუნდაძე 2015 წლის “ოჯახის წლად“ გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა

19:01; 16.01.2015
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"თბილისი მერიოტში“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, კომიტეტის ორწლიანი მუშაობის ანგარიშისა და სამომავლო ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

დიმიტრი ხუნდაძემ იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რაზეც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მუშაობდა.

მისი განცხადებით, მთავარ მიღწევად კომიტეტი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას; „შრომის კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს; დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებას და ამ მიმართულებით შესაბამისი კანონების მიღებას; სარეცეპტო სისტემის აღდგენას და „სააფთიაქო ნარკომანიის“ მინიმუმამდე დაყვანას; ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის შექმნას; აბორტების წინააღმდეგ ინიციატივების განხორციელებას; მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრას მიიჩნევს.

„ჩვენი მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი სიცოცხლე. სწორედ ამას ემსახურება ჯანდაცვის კომიტეტი. ვფიქრობ, ორწლიანი მუშაობა იყო საკმაოდ წარმატებული, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურება შევთავაზოთ მოსახლეობას.

ორწლიანი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი წარმატება არის ის, რომ ჩვენ შევიმუშავეთ „შრომის კოდექსი“, ეს იყო საკმაოდ მოცულობითი და მასშტაბური სამუშაო, რომელიც მთავრობასთან ერთად განხორციელდა და ჩვენ მივიღეთ მაქსიმალურად დაბალანსებული „შრომის კოდექსი“.

ჯანდაცვის პროგრამაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კომიტეტის მიერ შემუშავებული კონცეფცია არის ძირითადი დოკუმენტი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრომ იმუშავა და წარმოადგინა სტრატეგიული გეგმა ამ დარგის განვითარებისა, კომიტეტმა შეიმუშავა ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი კომიტეტისა არის დემოგრაფიული პოლიტიკის წარმატებულად შემუშავება, რაც უკვე აისახა და „საქსტატის“ მონაცემებით ამ კუთხით უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები“, _  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რომელზე მუშაობასაც კომიტეტი მომდევნო წლის განმავლობაში გეგმავს. მისი ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება მრავალშვილიან ოჯახებს დაეთმობა, განისაზღვრება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი და მათთვის სოციალური პაკეტი მომზადდება.

გადაიხედება საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგია, ყურადღება დაეთმობა 9 აპრილს მოწამლული ადამიანების მდგომარეობის შესწავლას და მათთვის კონკრეტული ინიციატივების მომზადებას.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კომიტეტი ამზადებს კანონპროექტს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“, ასევე, გეგმავს შრომის ინსპექციის, დასაქმებისა და შრომითი მიგრაციის კუთხით პოლიტიკის შემუშავებას; გაგრძელდება მუშაობა შშმ პირების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დემოგრაფიული პოლიტიკის განსახორციელებლად.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სტრატეგიულ მიმართულებად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებას მიიჩნევს.

„შემდეგი ორი წლის განმავლობაში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს კომიტეტის მუშაობა. პარლამენტმა მოახდინა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ვალდებულებები, რომლებიც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. გააქტიურდება მუშაობა სოციალური პროგრამების მიმართულებითაც. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ თითოეული ოჯახის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ოჯახის თითოეული წევრის ჯანმრთელობაზე.

მინდა განვაცხადო, რომ ჯანდაცვის კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ 2015 წელი გამოცხადდეს „ოჯახის წლად“, ჩვენ უნდა შევძლოთ ოჯახის, როგორც ინსტიტუტის მყარად ჩამოყალიბება. ძლიერი ოჯახი ძლიერი ქვეყნის საფუძველია“,– განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

„ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ ამ ორ სახელმწიფო უწყებას შორის არ ყოფილიყო მჭიდრო თანამშრომლობა და პრობლემების საერთო ხედვა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხების ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ყველა ქვეყანაში მოსახლეობის მოლოდინი ბევრად აღემატება რეალობას.

„ვერ დაგისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, რომლის მოქალაქესაც შეუძლია თქვას, რომ მის ქვეყანაში ჯანდაცვა და სოციალური საკითხები საბოლოოდ მოგვარებულია. ეს არის ის მიმართულებები, რომლებსაც მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება და რეფორმები სჭირდება. ეს არის სფეროები, სადაც ყოველთვის ჩნდება ახალი გამოწვევები, ეს არის ყველაზე დინამიური სფეროები და შესაბამისად, სისტემური გადაწყვეტილებები და რეფორმებია საჭირო. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს უწევს უმნიშვნელოვანესი სისტემური გადაწყვეტილებების მიღება“,- მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დამსწრეთ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი წერეთელის განცხადებით, კომიტეტის მიერ დასახული მიზნების შესრულება ყველას საერთო ინტერესია.

„არსებობს ახალი ვალდებულებები, რომლებიც გაჩნდება ევროკავშირთან თანამშრომლობის კვალდაკვალ. ეს კომიტეტს გვავალდებულებს, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად იყოს ანალიზზე, რისკების შეფასებაზე ორიენტირებული და იყოს უფრო კრიტიკული, განსაკუთრებით, საბიუჯეტო ნაწილში. დღეს მთავარი ამოცანაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობა“,- აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის, საშა გრაუმანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს კანონმდებლობაზე ფორტიფიკაციის შესახებ.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად დავასრულოთ ეს პროცესი და შემოვიღოთ ფორტიფიკაცია საქართველოში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზეც და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ „ბუნებრივი კვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანასაც, ასევე, წარმატებულად ვმუშაობთ კომიტეტთან ერთად კანონპროექტზე, რომელიც „საქართველოს კანონი "პაციენტის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, ერთად გავაგრძელოთ ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში“,- განაცხადა საშა გრაუმანმა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს დემოგრაფიული პოლიტიკა ქვეყანაში.

“გაეროს მოსახლეობის ფონდის სახელით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მზად ვართ, კვლევებით, ანალიზით, ტექნიკური დახმარებით, კონსულტაციებით მხარი დავუჭიროთ კომიტეტს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა“,- განაცხადა ლელა ბაქრაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მუშაობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

14:56; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმების შესახებ: პანდემიის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა

14:45; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ან ერთი უნდა გავაუქმოთ ან მეორე

18:41; 19 თებერვალი, 2026

იაღლუჯას მთაზე ტურისტული კომპლექსი აშენდება

მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ახალი მმართველი ჰყავს

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ორი იშვიათი წყვილი

13:28; 21.02.2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21.02.2026
სპორტი

რაგბისტი გოგოები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21.02.2026
საზოგადოება

სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ

11:35; 21.02.2026
საზოგადოება

“არ დავუშვათ”- ავტოიმპორტიორები დღეს აქციას მართავენ

11:15; 21.02.2026
საზოგადოება

შეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრისწერა

10:28; 21.02.2026
საზოგადოება

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

10:22; 21.02.2026
სამართალი

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:10; 21.02.2026
party on beach
ზაფრანი

საუკეთესო მეგობრები

10:00; 21.02.2026
Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:

[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]
ზაფრანი

რომელ მამაკაცს შეუძლია ქალს მარტივად შეაყვაროს თავი

9:54; 21.02.2026
სამართალი

ხიდზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

9:33; 21.02.2026
სამართალი

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია“

21:35; 20.02.2026
სამართალი

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

21:28; 20.02.2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20.02.2026
საზოგადოება

პოლიტიკური რეკლამები META-ს პლატფორმებზე – რას ინფორმაციას ავრცელებს ISFED

19:17; 20.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო