მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ახალი მმართველი ჰყავს. მღვდელთმთავარ მეუფე დიმიტრის ნაცვლად ეპარქიას ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) უხელმძღვანელებს.
მისი წარდგენა საკათედრო ტაძარში გუშინ შედგა და მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მეუფე დიმიტრი პატრიარქის ლოცვა – კურთხევით ამიერიდან ხორნაბუჯის ეპარქიას უხელმძღვანელებს.