ორი დღის წინ ამერიკულმა ვებ-გვერდმა „Complex” მსოფლიოს ყველა დროის როკ-ვარსკვლავებს შორის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულების ერთგვარი რეიტინგი გამოაქვეყნა.
ამ სიის სათავეში უბერებელი მიკ ჯაგერი აღმოჩნდა. გემოვნურად ჩაცმის სტილის მიხედვით მან 49 კოლეგას მნიშვნელოვნად გაუსწრო.
პირველ ოცეულში, ჯაგერის შემდეგ პოზიციები ჯონ ლენონმა, ელვის პრესლიმ, ჯიმი ჰენდრიქსმა, დევიდ ბოუიმ და ელის კუპერმა დაიკავეს.
გემოვნებიანი მუსიკოსების სიას კურტ კობეინი, კიტ რიჩარდსი, სლეში, კიტ მუნი, ლემი, ჯონი როტენი, ფრედი მერკური, ბილი გიბონსი, ექსლ როუზი და ლენი კრავიცი ასრულებენ.