ანაკლიიდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ზუგდიდი-ანაკლიის გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე ცეცხლწაკიდებული საბურავები დაალაგეს და გამვლელ ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ მიაწოდონ ოფიციალური ინფორმაცია გოგიტა აბულაძის ადგილსამყოფელისა და გამოძიების შედეგების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაჩერებას არ აპირებენ.
როგორც გოგიტა აბულაძის დამ, მანანა აბულაძემ "გურია ნიუსს" განუცხადა, ადგილზე ამ დროისთვის ისევ იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენლები და აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებენ.
"გზა ამ დრომდე გადაკეტილია, თუმცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს თანამშრომლებს შემოვლითი გზებით მიჰყვთ ავტომობილები და საცობი ამ გზაზე ნამდვილად არ არის. სამხარეოს თანამშრომლები აქციის დაწყებისთანავე მოვიდნენ და მოითხოვენ გზა გავხსანთ, მაგრამ დედაჩემი შუა გზაზე ზის და ამის უფლებას არ აძლევს. ძალითაც სცადეს აქციის დაშლა“, _ ამბობს მანანა აბულაძე.
მისივე თქმით, გოგიტა აბულაძის დაკარგვიდან დღეს სამი წელი შესრულდა, თუმცა ოჯახს საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დანებებას არ აპირებენ.
"ამ სამი წლის მანძილზე რა გააკეთეს, არ ვიცით. ვფიქრობთ, საქმე უკვე გამოძიებულია, თუმცა რატომ არაფერს გვეუბნებიან, უცნობია. ამბობენ, მოწმეები არ გვყავსო, რაც ტყუილია. ჩვენ შეგვიძლია 9 მოწმე დავასახელოთ, რომლებმაც საქმის დეტალები ძალიან კარგად იციან, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ან არ უნდა საქმის გამოძიება, ან იმ გამოძიების შედეგის თქმა არ სურთ, რაც უკვე იციან.
ინტერესთა კონფლიქტია, როცა საქმე შსს-ს კონტრდაზვერვის თანამშრომლებს ეხებათ და საქმეს ისევ შსს იძიებს, მისცენ საქმე პროკურატურას, ამაზე რატომ არ თანხმდებიან?“, _ აცხადებს მანანა აბულაძე და დასძენს, რომ რამდენიმე დღეში ის ამ მოთხოვნით შსს-ს და მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს.
ცნობისთვის, ცნობისთვის, ანაკლიაში მცხოვრები გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს უგზოუკვლოდ დაიკარგა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
ამავე თემაზე:
უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულის ოჯახი აქციებს იწყებს
“შსს-ს მოვუწოდებ, რომ ოჯახის ინფორმირება მოახდინოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“
ცინარა აბულაძე: "გთხოვთ, მიიტანოთ პრემიერ-მინისტრამდე ჩემი სათქმელი"
"ჩემი ძმა ანაკლიაში ერთ-ერთ მშენებლობაში ჩააბეტონეს"
ვინ არის "სამეგრელოს სამალავის" მონაწილე მაღალჩინოსანი ინიციალებით _ "ლ.ქ."
პრეზიდენტო, თქვენი ყველა ვიზიტის დროს, 70 წლის ქალბატონს უმოწყალოდ სცემენ!