ჰოლანდიის ერედივიზიონში საკუთარ სტადიონზე დამარცხდა არნემის "ვიტესი" _ მან პსვ "ეინდჰოვენთან" 0:1 წააგო.
ჩვენებურთაგან ვალერი ყაზაიშვილმაც და გურამ კაშიამაც შეხვედრა სასტარტოში დაიწყეს, თუმცა, ყაზაიშვილი 75-ე წუთზე დენის ოლეინიკმა შეცვალა.
გამარჯვების მომტანი გოლი მეათე წუთზე ადამ მაერმა გაიტანა. "ვიტესი" 22 ქულით XI ადგილზეა, თუმცა, დღეს მისი გადასწრება "ვილემ II" შეუძლია წარმატების შემთხვევაში.