ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ცენტრში, ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიასთან უცნობი ქალის ქანდაკება დგას.
"ეს ქანდაკება ხან ერთ ადგილას გადაიტანეს და ხან კიდევ მეორე ადგილას. ბოლოს ჩემმა მეუღლემ გადმოიტანა მაღაზიის გვერდით და კი მოუხდა ადგილს". _ გვითხრა მაღაზიის მეპატრონემ მზია აკობაძემ.
სოფელ ნატანებში კონკრეტულად არ იციან ქანდაკების შესახებ.
ვაჟა გორდელაძე, სოფელ ნატანებში მცხოვრები: "ჩემი ინფორმაციით, ეს ქანდაკება დაახლოებით 50 წელზე მეტია, რაც სოფელ ნატანებში დგას. კომუნისტების დროს ნატანების ცენტრში იყო ახალგაზრდობის სახლი და იქ იყო ეს ქანდაკება. მეტი არაფერი არ ვიცით."