სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შუღლის გაღვივებისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროზე სავარაუდოდ ხვალიდან დარეგისტრირდება. კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ თამარ კორძაიას თქმით, კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული.
უმრავლესობის სხვა წევრები კი თვლიან, რომ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი, თუმცა შეთავაზებული ვერსია დასახვეწია.