ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო/საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს:
_ კანონით თვის ბოლომდე გვაქვს ვადა. ამ დღეებში შეიკრიბება კომისია და გადაწყვეტილებას მივიღებთ. თვის ბოლომდე პროცესი დასრულებული იქნება და შესაბამისად, გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით საჯარო მოხელეთა უმრავლესობა თანამდებობებს შეინარჩუნებს. მათ შორის არიან გამგებლის თანაშემწეები _ თამუნა ფირცხალაიშვილი და დავით წულაძე.
ჩვენი წყაროს თქმით თანამდებობაზე დარჩება კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ბარამიძეც.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო/საატესტაციო კომისიამ გასაუბრების ეტაპი გასული წლის 30 დეკემბერს დაასრულა.