"ვისოლ ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დონატები ხუთშაბათს და პარასკევს არ გაიყიდება, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნის გამო რამდენიმე სპეციფიკური ინგრედიენტის მარაგი ამოიწურა.
"დონატებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო რამოდენიმე სპეციფიური, უნიკალური ინგრედიენტის მარაგი ძალიან სწრაფად ამოვწურეთ. მარაგების შევსება კი ჩვენს რეგიონში არსებული წყაროებიდან ვერ მოხერხდება. თუმცაღა, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით აშშ-დან საჰაერო გადაზიდვის გზით უკვე გამოიგზავნა საჭირო პროდუქტები. ამას გარდა, რამოდენიმე დღის წინ სხვა სახის, ასევე აუცილებელი მარაგები სატვირთო მანქანებით გამოგზავნილ იქნა გერმანიიდან," _ ნათქვამია "ვისოლ ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "დანკინ დონატსის" პირველი 2 რესტორანი თბილისში 13 იანვარს გაიხსნა.